margaryta.kamasa
უკრაინა, უკრაინკა: ენერგოეფექტურობის ღონისძიებები საზოგადოებრივ შენობებში
პროექტი მოიცავდა შემდეგ ტექნიკურ ღონისძიებებს: 1) სპორტკომპლექს „ენერგეტიკის“ თერმულ მოდერნიზაციას, 2) კულტურის სასახლე „ენერგეტიკის“ თერმულ მოდერნიზაციას, 3) ენერგომონიტორინგის ავტომატური სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა ქალაქის ყველა საბიუჯეტო დაწესებულებისთვის, შესაბამისი დამატებითი მრიცხველებისა და სპეციალური სენსორების დაყენებით ყველა ტიპის ენერგორესურსებისთვის (საბიუჯეტო შენობების 100%).
უკრაინა, ზვიაჰელი: ფოტოელექტრული სადგურის დამონტაჟება ადგილობრივი საავადმყოფოსთვის
პროექტი მოიცავდა შემდეგ ტექნიკურ ღონისძიებებს: 1) 32,4 კვტ სიმძლავრის ფოტო-ელექტროსადგურის მონტაჟი სახურავზე (მზის 60 პანელი, თითო 540 ვტ სიმძლავრით). 2) დამხმარე მოწყობილობების (ინვერტორები, მრიცხველები, კაბელები და ა.შ.) მონტაჟი. 3) მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიისთვის მზის ფოტო-ელექტროსადგურის (150 კვტ სიმძლავრის) მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება.
უკრაინა, მირჰოროდი: გათბობის ცენტრალური სარაიონო სისტემის და საბავშვო ბაღის მოდერნიზაცია
უკრაინა, ჩერნივცი: გარე განათების სისტემის მოდერნიზაცია
უკრაინა, დუბნო: გათბობის ცენტრალური სარაიონო სისტემებისა და მუნიციპალური შენობების თერმული მოდერნიზაცია
მოლდოვა,კალარაში: ეფექტური საზოგადოებრივი განათება
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძებები: 1) კალარაშიში გარე განათების სისტემის მოდერნიზაცია: 951 სანათის შეცვლა LED-ებით, 25 კმ კაბელის/ქუჩების და 25 მართვის კარადის მოდერნიზაცია, მართვის მთლიანი ონლაინ სისტემა. 2) არქიტექტურული განათების დამონტაჟება კალარაშის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში. პროექტის ფარგლებში, საქალაქო მოძრაობის უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად დამატებით გამოიყო ქვეითთა 30 გადასასვლელი. დაინერგა ქუჩების განათების კონტროლის ახალი სისტემა, დიმინგის ჩათვლით (დროის რეალურ რეჟიმში, ინტერნეტით) და მოხდა 25 მართვის კარადის მოდერნიზაცია.
მოლდოვა,ფეშტელიცა: მოწინავე გამოცდილების ცენტრის შექმნა ახალი სადემონსტრაციო ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განახლებადი ენერგიის წყაროების პილოტირების გზით
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: 1) მზის სისტემების მონტაჟი საბავშვო ბაღში წყლის გასაცხელებლად (5,5 კვტ სიმძლავრის). 2) ბიომასაზე მომუშავე საქვაბეების მონტაჟი 4 საჯარო დაწესებულებაში (ჯამური სიმძლავრე 561 კვტ). 3) 5 ჰა ნარგავები Salix ტირიფის ხეებით (ბიომასის წყარო). 4) 241 ეკომეგობრული გარე განათების სანათის დაყენება ქუჩებში, LED ტექნოლოგიის და ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგის სისტემის გამოყენებით. 5) 312 კვტ სიმძლავრის ფოტოელექტრული მუნიციპალური მზის პარკის მოწყობა
სომხეთი, ერევანი: მზის ენერგია საცხოვრებელი შენობებისთვის
პროექტი ერევანში განხორციელდა სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: 1) ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი 97 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავებზე 2) შენობების გარე განათებისთვის LED სანათების დაყენება ნათურებით 3) ნათურებითა და მოძრაობის სენსორებით აღჭურვილი LED სანათების დაყენება 97 კორპუსში სადარბაზოების/კიბეების განათებისთვის 4) დაბალშემოსავლიანი ოჯახების LED ნათურებით უზრუნველყოფა 97 კორპუსში 5) საბრუნავი ფონდების შექმნა, რომლის მეშვეობითაც ქსელში მიწოდებული ჭარბი ენერგიის გაყიდვით მიღებული შემოსავალი გამოყენებული იქნება ენერგოეფექტურობის დასაფინანსებლად და ფოტოელექტრული პანელების მომსახურებისა და ექსპლუატაციის ასანაზღაურებლად.
საქართველო, თელავი: 2 საბავშვო ბაღის თერმული რემონტი და ბიომასის მიწოდების ჯაჭვის შექმნა
პროექტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერების შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებაში და მდგრადი ადგილობრივი ენერგეტიკული პოლიტიკის შესრულებაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების გზით, მათი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების შესაბამისად.
სომხეთი, არტიკი და აპარანი: მუნიციპალური ფოტო ელექტროსადგურის და ფოტოელექტრული სისტემის მშენებლობა
არტიკი და აპარანი ორი დასახლებაა სომხეთში, რომლებიც მიუერთდნენ მერების შეთანხმების ინიციატივას და გადაწყვიტეს გაზარდონ ენერგიის წილი, რომელიც წარმოებულია განახლებადი წყაროებიდან. პროექტის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში მოქმედი განახლებადი ენერგიის წარმოებისა და მდგრადი ენერგიის ტრანსფორმაციის ეფექტური მოდელის შემუშავება.