შემოგვიერთდი

მერების შეთანხმება იწვევს ყველა დონის სახელმწიფო ორგანოებს სათანამშრომლოდ, ისევე როგორც შესაბამის მხარდამჭერ ორგნიზაციებს, სააგენტოებს და ასოციაციებს შემოუერთდნენ ინიციატივას, რათა მოკლე დროში განახორციელონ კლიმატის და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი საქმიანობა. გაწევრიანებასთან დაკავშირებული დეტალური ინფომრმაცია იხილეთ ქვემოთ.

ადგილობრივი ხელისუფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და შეგუებაში. მერების შეთანხმებასთან მიერთება მუნიციპალიტეტბს ეხმარებათ მათი ცოდნისა და ცნობადობის გაზრდით, რესურსებთან და ქსელთან წვდომის საშუალების შექმნით, რაც აუცილებელია ენერგეტიკის და კლიმატის სფეროში აღებული ვალდებულებების ახალ დონეზე გადასაყვანად.


ვის შეუძლია გაწევრიანება

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ღიაა ყველა დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, მიუხედავად მათი ზომებისა და მიუხედავად ენერგეტიკული და კლიმატური პოლიტიკის განხორციელების პროცესების მიმდინარეობისა. 

მცირე და საშუალო ზომის ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ აიღონ ჯგუფური ვალდებულბა და მოამზადონ ერთობლივი მდგრადი ენერგიის და კლიმატის სამოქმედო გეგმა (ვარიანტი 2) ან მოამზადონ ინდივიდუალური (ვარიანტი1) სამოქმედო გეგმები  CO2 ემისიის 35%-ით შემცირებისა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლებს გეგმები. 

დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია მერების შეთანხმების ვებ-გვერდზე ხშირად დასმული კითხვების განყოფილებაში.

ხელმომწერთა სია

რატომ უნდა გაწევრიანდეთ

მერების შეთანხმების ხელმომწერები მრავალ წინაპირობას პოულობენ იმისთვის, რომ გაწევრიანდნენ მოძრაობაში:

icon
გაძლიერებული თანამშრომლობა და მხარდაჭერა ეროვნული და რეგიონალური ორგანოების მხრიდან
icon
ადგილობრივო ხელისუფლების მიერ განხორციელებული კლიმატისა და ენერგეტიკის საქმიანობის,  მაღალი დონის საერთაშორისო აღიარება და ცნობადობა
icon
ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა
icon
პროგრესის წარმოჩენისა და მონიტორინგის სანდო საშუალებები
icon
კლიმატისა და ენერგეტიკული პროექტების დაფინანსების საუკეთესო შესაძლებლობები
icon
გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა რეგულარულად ჩატარებული ღონისძიებების და ონლაინ დისკუსიების საშუალოებით
icon
პრაქტიკული მხარდაჭერა (ტექნიკური მხარდაჭერის ოფისი), სახელმძღვანელო მასალა და ინსტრუმენტები
 
 
როგორ გაწევრიანდეთ

მუდმივად მზარდ მოძრაობაში გასაწევრიანებლად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები უნდა განახორციელოს:

საფეხური 1

მუნიციპალურ საბჭოს უნდა წარუდგინონ  მერების შეთანხმების   კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ვალდებულების დოკუმენტი. დოკუმენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქ..

საფეხური 2

მას შემდეგ რაც საბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილბას, უნდა დაევალოს მერს ან შესაბამის თანამდებობის პირს ხელი მოაწერონ შეთანხმებასთან მიერთების ფორმას.

საფეხური 3

ხელმოწერის შემდეგ, უნდა მერების შეთანხმების ვებგვერდზე უნდა შეიტანოთ შეთანხმებასთან მიერთების ხელმოწერილი ფორმა;  ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ დადასტურების წერილს, სადაც ინფორმაციას შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

როდის უნდა გაწევრიანდეთ

ადგილობრივ ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია მოაწეროს ხელი მერების შეთანხმებას კლიმატისა და ენერგეტიკისათვის.

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა

გთხოვთ შეიყვანოთ საჭირო ინფორმაცია შესაბამის განყოფილებაში და სარეგისტრაციოდ ატვირთოთ ვალდებულების შესრულების განაცხადი

სიახლეების გამოწერა